суббота, 9 февраля 2019 г.


საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
ანგარიში






საკვლევი თემა




კრიტიკული აზროვნების განვითარების პრობლემები მათემატიკის გაკვეთილებზე მე-4 კლასში და მათი გადაჭრის გზები მოსწავლეებში                            IQ- ასამაღლებლად.





ირმა ჯანანაშვილი

სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხოვლის საჯარო სკოლის
მათემატიკის მასწავლებელი



ხოვლე, 2018 წელი







სარჩევი
თავი I.საკვლევი საკითხის მიმოხილვა,კვლევის მიზნები და ამოცანები------------ 3
თავი II. ლიტერატურის მიმოხილვა----------------------------------------------------- 6
თავი III.კვლევის მეთოდოლოგია--------------------------------------------------------- 8
თავი IVკვლევის შედეგები----------------------------------------------------------------- 9
თავი V.რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება-------------------------------- 17
5.1რეკომენდაციები----------------------------------------------------------------------- 17
თავი VI.ჩატარებული კვლევის განვითარების გზები--------------------------------- 19




შესავალი


ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ერთ-ერთი უნმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მოსწავლეს შესძინოს თეორიული ცოდნა და გამოუმუშავოს ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც საბაზისო საფეხურზე სწავლის წარმატებით გაგრძელებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა,რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე კრიტიკული აზროვნების განმარტებამ მცირე ცვლილებები განიცადა მკვლევარები და პედაგოგები ჯერ კიდევ 1940-50- იანი წლებიდან აქტიურად მსჯელობდნენ კრიტიკული აზროვნების როლზე განათლებაში.
XXI საუკუნეში მოსწავლეები არ უნდა იყვნენ მარტო ინფორმაციის დამგროვებელნი. მათ უნდა განვითარებული უნდა ჰქონდეთ ანალიტიკური უნარები (ჯანელიძე, ანა. 2014).
გაკვეთილის პროცესზე დაკვირვების შედეგად მივედი იმ დასკვნამდე, რომ მოწავლეები უპირატესობას ანიჭებენ სტანდარტული საკითხები განხილვას. იმ აკითხების მიმართ კი, რომლებიც გააზრებასა და ლოგიკურ მსჯელობას საჭიროებენ გულგრილობას იჩენდნენ.

საკუთარი პრაქტიკის კვლევის მიზნად დავისახე ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების პოვნა და მისი გადაჭრის გზები მოძიება.

კვლევის ჩატარების თარიღი: 18 ოქტომბრიდან -18 დეკემბრამდე.

თავი I

საკვლევი საკითხის მიმოხილვა,კვლევის მიზნები და ამოცანები

1.1 მოკლე ინფორმაცია

სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხოვლის საჯარო სკოლის IV კლასში სწავლობს 10 მოსწავლე.აღნიშნულ კლასს 2018 წლიდან ვასწავლი. ვცდილობ ყოველმხრივ ვიმუშავო საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის, რათა ხარისხიანად წარვმართო სწავლა- სწავლების პროცესი. ჩემი მოსწავლეებიც არიან მოტივირებულნი სწავლის მიმართ.

1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი

დაწყებითი საფეხური მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის როგორც მოაზროვნე პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად მათემატიკის ერთ-ერთი ამოცანაა მოსწავლეთათვის აზროვნების, მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება:

·        ვარაუდის გამოთქმა და კერძო შემთხვევებში მისი კვლევა;
·        საწყისი მონაცემების შერჩევა და ორგანიზება;
·        დამტკიცების, დასაბუთების ხერხის შერჩევა;
·        არჩეული სტრატეგიის ვარგისიანობისა და მისი გამოყენების საზღვრების განხილვა;
·        მსჯელობის ხაზის განვითარება, ალტერნატიული გზების ძიება, მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა და ეფექტიანობის დასაბუთება; (ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024).

კვლევის საფუძველი გახდა ის ,რომ ჩემს სამუშაო პრაქტიკაზე დაკვირვებით ვამჩნევდი, რომ მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის ყველაზე მარტივი იყო სტანდარტული დავალებების შესრულება, ხოლო ისეთი აკითხების გადაწყვეტა, რომლებიც დაფიქრებას, მსჯელობასა და ვარაუდის გამოთქმას მოითხოვდა უჭირდათ. მიმაჩნია, რომ დაწყებით კლასებში გამომუშავებული უნარ-ჩვევები უნდა გახდეს  საფუძველი საბაზო და საშუალო საფეხურებზე რთული სააზროვნო საკითხების გადასაწყვეტად. სწორედ ამიტომ ჩემი კვლევა მივუძღვენი ამ უმნიშნელოვანეს საკითხს.

კერძოდ, კრიტიკული აზროვნების განვითარების პრობლემები დაწყებით საფეხურზე და მათი გადაჭრის გზები მოსწავლეებში IQ-ს ასამაღლებლად.

კვლევა ღირებულია აკადემიისთვის იმ მხრივ, რომ ქართული სკოლის მაგალითზე წარმოაჩენს მოსწავლეებში ანალიტიკური უნარების განვითარების გზას.
იგი სარგებლობას მომიტანს მე, როგორც პედაგოგს იმ კუთხით, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობა გახდება კიდევ უფრო ხარისხიანი. ჩემი მოსწავლეები ჩამოყალიბდებიან მოაზროვნე პიროვნებებად, ისწავლიან პრობლემის გადაჭრისას მის არსში წვდომას, საჭირო დასკვნების გაკეთებას და შემდეგ მათ ინტერპრეტაციას. ვფიქრობ,რომ კოლეგებიც დანერგავენ თავიანთ პრაქტიკაში მსგავსი ტიპის მიდგომას.
1.3.პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:

დავიწყე მუშაობა პრობლემის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე და გავაცნობიერე კრიტიკულ აზროვნებასთან დაკავშირებული სირთულეები. მიმაჩნია, რომ გამომწვევი მიზეზების სწორად დადგენა მნიშვნელოვანია და დამეხმარებოდა პრობლემის გადაჭრაში. საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად შეხვედრა მოვაწყვე დაწყებითი კლასის მათემატიკის მასწავლებლებლებთან. მასწავლებლებთან ჩატარებული შეხვედრების შედეგად შევჯერდით, რომ დღესდღეობით დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება მართლაც წარმოადგენს გამოწვევას.
აღნიშნული პრობლემის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

·        მასწავლებლები ხშირ შემთხვევაში მოსწავლეებს არ სთხოვენ მსჯელობა - დასაბუთებას კონკრეტულ ამოცანასთან დაკავშირებით, როცა ყოველ გაკვეთილზე მოსწავლემ უნდა მიიღოს ახალი ინფორმაცია, გაიაზროს იგი და შეუთანხმოს უკვე არსებულ ცოდნას.
·        მასწავლებლები ყოველთვის ასახელებენ დროის დეფიციტს და ისმენენ რამდენიმე მოსწავლის საკუთარ დამოკიდბულებას შესასწავლი მასალის ირგვლივ, მაშინ როცა სხვას შეიძლება განსხვავებული აზრი გააჩნდეს და არც კი გამოთქვას.
·        მოსწავლეები ადვილად პასუხობენ ,,წვრილმან“ კითხვებს-რას უდრის? სწორია თუ არა?...,მაგრამ თხოვნაზე - ახსენით, რატომ ბევრი მათგანი ხდება პასიური.
1.4.კვლევის მიზანი

·        დაწყებით კლასებში მათემატიკის გაკვეთილებზე კრიტიკულ აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზების შესწავლა, დადგენა, გამოკვლევა.

·        პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების გამონახვა.
·        შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება.
·        მიღწეული შედეგების შეფასება.
·        დაკვირვება-მოქმედებს თუ არა მიღწეული შედეგი მოსწავლეების ინტელექტის ამაღლებაზე.
1.5კვლევის ამოცანები

·        დაკვირვება თითოეულ მოსწავლეზე. კერძოდ, როგორ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში იმ დავალებების შესრულების დროს, რომლებიც კრიტიკულ აზროვნებას მოითხოვს.
·        ფოკუს ჯგუფის შექმნა.
·        დისკუსიები და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
·        მოსწავლეთა, მშობელთა გამოკითხვა.
·        პედაგოგთა გამოკითხვა.
·        მონაცემების კოდირება და ანალიზი.
·        შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია.


1.6 საკვლევი კითხვების ფორმულირება

კვლევის მთავარი კითხვა: რა არის მე-4 კლასში კრიტიკულ აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზები და როგორია მათი გადაჭრის გზები?

ქვეკითხვები

კვლევის მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩამოვაყალიბე შემდეგი ქვეკითხვები:
·        ხშირად (გაკვეთილი განმავლობაში ერთხელ მაინც) გამოთქვამენ თუ არა მოსწავლეები საკუთარ აზრს საგაკვეთილო პროცესის დროს?
·        შეუძლიათ თუ არა წინასწარ გამოთქვან ვარაუდი რაიმე საკითხთან დაკავშირებით?
·        აქტიურად მონაწილეობენ თუ არა მოვლენების, საგნების შედარების დროს?
·        თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში აირჩევენ თუ არა იმ დავალებებს , რომლებიც ნივთების დახარისხებას,ზედმეტის აღმოჩენას მოიცავს?


1.7 ჰიპოთეზები

·        საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეები ხშირად (გაკვეთილი განმავლობაში ერთხელ მაინც) არ გამოთქვამენ საკუთარ აზრს.
·        უჭირთ აკუთარი ვარაუდის წინასწარ გამოთქმა.
·        პასიურები არიან საგნების, მოვლენების შედარების დროს.
·        თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ირჩევენ მექანიკურად გამოსათვლელ ამოცანებს.

·        ანალიტიკური ამოცანების ამოხსნაში მოსწავლეების რეგულარული ჩართვა მათში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას.


თავი II

ლიტერატურის მიმოხილვა

ჩემი პროფესიული განვითარების მიზნით ხშირად ვკითხულობ ინტერნეტ გაზეთს
,,maswavlebeli.ge”. პრაქტიკის კვლევის დაწყებისთანავე მივმართე ამ გაზეთს ,რათა მომეძიებინა საჭირო ინფორმაცია. აქ აღმოვაჩინე მასწავლებლის წიგნი, სადაც განხილულია კრიტიკული აზროვნების განვითარება დაწყებითი განათლების საფეხურზე.

წიგნში კრიტიკული აზროვნება შემდეგნაირად არის განმარტებული: ,, კრიტიკული აზროვნება წარმოადგენს ფაქტების ანალიზის, იდეების ორგანიზების, შეხედულებების დაცვის, შედარებების გაკეთების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემების გადაჭრის უნარს. სხვა პერსპექტივით, ეს არის მსჯელობის გზა, რომელიც მოითხოვს პიროვნების შეხედულებების შესაბამისი არგუმენტებით გამყარებას და მისი მოსაზრების სიმტკიცეს, სანამ საწინააღმდეგო შეხედულებას მყარი საფუძველი არ ექნება. უფრო ზოგადი დეფინიციით, კრიტიკული აზროვნება წარმოადგენს ლოგიკურ, რეფლექსურ აზროვნებას, რომლის მიზანია, გადავწყვიტოთ: რა დავიჯეროთ და რა არა.“(განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის.ანა ჯანელიძე,ნინო ლაბარტყავა,ვიოლეტა კვირიკაშვილი,ქეთევან ქობალია,2014).

კრიტიკული ცნების განმარტებას მასწავლებლებისთვის ცდილობს ნინო ლომიძე თავის სტატიაში ,,კრიტიკული აზროვნების შესახებ“ (2ოქტომბერი,2015). ის მოიშველიებს პროფესორი კლესტერის ნაშრომიდან რა არის კრიტიკული აზროვნებაამონარიდს .,, პროფესორი კლესტერი მიმოიხილავს კრიტიკული აზროვნების განმაპირობებელ 5 ფაქტორს. ესენია:

1.დამოუკიდებელი აზროვნება;

2.კრიტიკულად მოაზროვნემ ინფორმაცია უნდა მიიღოს, როგორც ათვლის წერტილი, მომავალი ქმედებების მასტიმულირებელი ბიძგი და არა როგორც დანიშნულების საბოლოო პუნქტი”;

3.კრიტიკულად აზროვნება იწყება საკითხის დასმით, პრობლემის წამოჭრით და მისი გადაწყვეტის გზების ძიებით;

4.კრიტიკული აზროვნება მოითხოვს არგუმენტაციას;

5.კრიტიკული აზროვნება სოციალური ფენომენია და გულისხმობს სხვებისთვის დასკვნების, მოსაზრებების გაზიარებას, ხმამაღალ, ინტერაქტიურ მსჯელობას, სხვათა ნააზრევის მოსმენა- გაზიარებას.“

სტატიის ავტორი აღნიშნავს ,რომ მასწავლებელს განსაკუთრებით დიდი როლი აკისრია დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და ამოცანების გადაჭრისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში და ურჩევს: ,, მასწავლებლებს შეუძლიათ ყოველდღიურად შექმნან ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოახდინონ სამუშაო მასალის იდენტიფიცრება, სხვადასხვა მახასიათებლის ანალიზი, მსგავსებებისა და განსხვავებების აღმოჩენა. აგრეთვე, მასწავლებლებს შეუძლიათ დროისა და სივრცის გამოყოფა გონებრივი იერიშისა თუ გეგმების დაწყობისა და შემოწმებისთვის. გთავაზობთ იმ გზებს, რომელთა საშუალებით მასწავლებელი დაეხმარება მცირეწლოვან მოსწავლეებს, იმუშავონ ამოცანებზე და ისწავლონ საკუთარ აღმოჩენებზე დაყრდნობით.”(კრიტიკული აზროვნების განვითარება დაწყებითი განათლების საფეხურზე .ანა ჯანელიძე.27 აგვისტო,2015).

ჩემი პრაქტიკის კვლევის მიმდინარეობის დროს გამიჩნდა კითხვა -შეიძლება თუ არა ,ბავშვს ვერ ვასწავლოთ აზროვნება? ამ კითხვაზე პასუხს წავაწყდი ლალი ჩხიკვაძის სტატიაში
ადამიანს ლოგიკური აზროვნების უნარი დაბადებიდანვე დაჰყვება. (ოჯახის მკურნალი.ნევროლოგია.ლალი ჩხიკვაძე.22.03.2018)

,, მარს ჰილის უნივერსიტეტში გაკეთებული აღმოჩენის თანახმად, პატარა ბავშვებს შეუძლიათ ლოგიკური აზროვნება და გეგმების დაწყობა. განსჯის უნარი წლამდე ასაკის ბავშვებსაც კი აქვთ, რაც ექსპერიმენტების სერიით დადასტურდა.“

,, ტვინის აქტივობების მონაცემებიდან გამომდინარე, მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ყველა ბავშვს შეუძლია აზროვნება, მაშინაც კი, სანამ ლაპარაკს დაიწყებდეს. გამოდის, რომ ლოგიკური აზროვნება ყველასთვის დამახასიათებელი, თანდაყოლილი თვისებაა.“

ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე (ეროვნული სასწავლო გეგმა. 2018-2024), ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზნებია:
მოსწავლის ჩამოყალიბება აქტიურ მოქალაქედ, რომელიც შეძლებს რეალური ვითარებიდან მომდინარე საკითხების გამოკვლევას და გაანალიზებას, იქნება შემოქმედებითი და ორგანიზებული;

ხელსაყრელი წინაპირობების შექმნა ქვეყანაში მათემატიკური მეცნიერების განვითარებისათვის.
მათემატიკის ცოდნა ნიშნავს მათემატიკური ცნებებისა და პროცედურების ფლობას, მათი გამოყენების უნარს რეალური პრობლემების გადაჭრისას; აგრეთვე კომუნიკაციის იმ საშუალებების ფლობას, რომლებიც საჭიროა ინფორმაციის მისაღებად და გადასაცემად მათემატიკური ენისა და საშუალებების გამოყენებით.

ამიტომ მიმაჩნია ,რომ ჩემი ,როგორც პედაგოგის ამოცანაა მოსწავლის საერთო ინტელექტის ამაღლებაზე ყოველდღიური ზრუნვა.

რა არის IQ, რა მნიშვნელობა აქვს მას და ვინაა ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე.

,,IQ-ადამიანის ინტელექტის დონის შეფასებას, ლოგიკურ აზროვნებას, დასახული მიზნის მიღწევისა, დასაბუთებული მსჯელობის უნარს და თვითკრიტიკას ითვალისწინებს.
ალფრედ ბინემ შექმნა ინტელექტის განმსაზღვრელი ტესტი. ბინემ და მისმა კოლეგამ თეოდორ საიმონმა დაიწყეს ისეთი კითხვების შემუშავება, რომლებიც სკოლის პროგრამასთან კავშირში არ იყო, მაგალითად, ყურადღება და პრობლემების გადაწყვეტის უნარები. ამ კითხვების საშუალებით ბინემ შეძლო გამოეცალკევებინა მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში წარმატებას მარტივად მიაღწევდნენ. მან აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი მოსწავლე გაცილებით უფრო რთულ და მაღალი დონის შეკითხვას სცემდა პასუხს, ვიდრე ისინი, რომლებსაც ასაკის მიხედვით ეს უნდა შესძლებოდათ.

ახლა კი შემოგთავაზებთ დღესდღეობით ყველაზე მაღალი IQ–ს მქონე ადამიანების ხუთეულს:სტეფან ჰოუკინგი,ედგარ ვიტენი,ენდრიუ ვილსი,გრეგორი პელერმანი,რუთ ლოვრენს.”

(AMGეს საინტერესოაby ADMIN2 on 24/10/2017. ლაშა ჯინჭარაძე.ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”)


თავი III

კვლევის მეთოდოლოგია


კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა:
1.სოფელი ხოვლის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები (10 მოსწავლე).
2.სოფელი ხოვლის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეების მშობლები (10 მშობელი).
3.სოფელი ხოვლის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებლები (3 მასწავლებელი).


კვლევის მიზნობრივი ჯგუფი:



კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
IV
10
კვლევაში ჩართული მოსწავლეები
10

3.2 კვლევის მეთოდები

მონაცემთა შეგროვება განვახორციელე შემდეგი მეთოდების გამოყენებით

1.რაოდენობრივი მეთოდი-,,გამოკითხვა“-კერძოდ წერილობითი გამოკითხვა ანუ ანკეტირება.მივმართე ანკეტირებას რათა გამეგო პასუხები კვლევისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. კითხვარები მოვამზადე:

·        მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის
·        მათი მშობლებისათვის
·        სკოლის დაწყებითი კათედრის მათემატიკის პედაგოგებისათვის

ნახევრადსტრუქტურირებული კითხვარი მოიცავდა ღია და დახურული ტიპის კითხვებს.ანკეტირება მოხდა ანონიმურად,რადგან ამ დროს რესპონდენტი არ იზღუდება და გულწრფელია პასუხების გაცემის დროს. შესაბამისად მის მიერ გაცემული პასუხები სანდოა და ზუსტია.
2.კვლევის მეთოდი ,,დაკვირება“
·        პირველ ეტაპზე გამოვიყენე აღწერითი დაკვირვება,რითაც დავადგინე რაზე უნდა გამეკეთებინა ფოკუსირება.
·        მეორე ეტაპზე გამოვიყენე ფოკუსირებული დაკვირება და მკაფიოდ გამოვყავი კვლევის კონკრეტული ელემენტები.
3.ინტერვიუ
კითხვარის შევსება პირისპირი ინტერვიუს საფუძველზე
დაწყებითი კლასების მათემატიკის პედაგოგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან ჩატარებული პირისპირი ინტერვიუს საფუძველზე კითხვარი შევავსე.
4.ფოკუსირებული დაკვირვება-გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესის დროს.
5.მეორადი მონაცემების ანალიზი-ეს მეთოდი მეორადი მონაცემების დამუშავებისთვის გამოვიყენე.

თავი IV
კვლევის შედეგები

4.1 მონაცემთა ანალიზი

1.პედაგოგთა გამოკითხვით მინდოდა დამედგინა:


·        მიაჩნდათ თუ არა ჩემი კვლევის თემა ,კერძოდ ,, კრიტიკული აზროვნების განვითარების პრობლემები დაწყებით საფეხურზე და მათი გადაჭრის გზები მოსწავლეებში IQ-ს ასამაღლებლად“ აქტუალურ თემად. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 100% აღნიშნულ თემას მიიჩნევდა აქტუალურად.
·        მიაჩნდათ თუ არა, რომ დაწყებით საფეხურზე იმ დავალებების შესრულება უფრო უჭირთ მოსწავლეებს, რომლებიც მათგან კრიტიკულ აზროვნებას მოითხოვს, ვიდრე

სტანდარტული ტიპის დავალებების. აღმოჩნდა ,რომ გამოკითხულთა 100% ეთანხმება ამ მოსაზრებას.
·        მიაჩნდათ თუ არა ,რომ ეს ტენდენცია ხელს უშლის მოსწავლის ინტელექტუალურ განვითარებას. აღმოჩნდა ,რომ გამოკითხულთა 100% ეთანხმება ამ მოსაზრებას.





კითხვარის შევსება პირისპირი ინტერვიუს საფუძველზე-ინტერვიუ ჩავატარე სამ პედაგოგთან. ინტერვიუთი მინდოდა გამეგო, რას მიიჩნევდნენ დაწყებით საფეხურზე კრიტიკული აზროვნების განვითარების სირთულეების მიზეზებად. ამით შევძელი შემეგროვებინა შემდეგი ინფორმაცია, კერძოდ გამოიკვეთა შემდეგი მიზეზები: 1.მოსწავლეებს უჭირთ დავალების ტექსტის შინაარსის გაანალიზება, ინფორმაციის დახარისხება.
2.მოსწავლეები კმაყოფილდებიან სახელმძღვანელოში მოცემული ამოცანებით და დამატებით არ ზრუნავენ საკუთარი თავის განვითარებისათვის.
3.ზოგჯერ საკუთარ მოსაზრებას ვერ გადმოსცემენ ლექსიკური მარაგის სიმწირის გამო.

2.მოსწავლეთა გამოკითხვით მინდოდა დამედგინა და დავიდგინე შემდეგი

                ·        გაუკეთებიათ თუ არა IQ ტესტი?აღმოჩნდა, რომ 30%-ს გაუკეთებია IQ                      ტესტი,ხოლო 70% არ გაუკეთებია.
·        რა სიხშირით აკეთებდნენ ტესტებს ლოგიკური და სახალისო ამოცანებით. აღმოჩნდა, რომ უფრო ხშირად ლოგიკურ ამოცანებს აკეთებდა 40%, სახალისო ამოცანებს 50%, ორივეს 10%.
·        მაინტერესებდა რომელი დავალების შესრულება უფრო უადვილდებოდათ დახურულლი კითხვებით თუ ღია კითხვებით ?დახურული კითხვებით 90%-ს უადვილდებოდა, ხოლო ღია კითხვებით 10%-ს.

3.კრიტიკული აზროვნების განვითარების პრობლემების დასადგენად ანკეტირები პარალელურად ჩავატარე პირისპირი ინტერვიუებიც (10 რესპოდენტი), რის საფუძველზეც მსურდა დამედგინა:
            ·        რა ხერხებს მიმართავს თუ მიცემულ დავალებაში რაიმე არის მისთვი                      გაუგებარი . მივიღე ასეთი შედეგები :ცდილობს ინფორმაციის                                      დახარისხებას - 30%, ეკითხება სხვას- 40%, გამოთქვამს ვარაუდს- 20%,                        საერთოდ აღარ აკეთებს მიცემულ დავალებას10%.
·        ასევე მინდოდა გამეგო შეეძლო თუ არა დავალების ირგვლივ კითხვების დასმა და საკუთარი გზების ძიება. აღმოჩნდა: დიახ შემიძლია - 40%, არ შემიძლია - 10%, უჭირს დამოუკიდებლად - 50%.











გაგიკეთებიათ თუ არა
IQ
ტესტი?

30%



გამიკეთებია


არ გამიკეთებია
70%










რომელი დავალების შესრულება უფრო   გი დახურული კითხვებით თუ ღია კითხვებით
ადვილდებათ
?


10

8


დახურული
6
კითხვებით
4
ღია კითხვებით
2

0





4.კვლევის საწყის ეტაპზე იმისათვის,რომ დამედგინა რა შედეგებს აღწევენ IQ ტესტის შესრულებისას ჩავატარე პრეტესტი.აღმოჩნდა ,რომ


Text Box: პ რ ე ტ ე ს ტ ი ს შ ე დ ე გ ე ბ ი



მოსწავლე
ქულა
მოსწავლე 1
4
მოსწავლე 2
6
მოსწავლე 3
6
მოსწავლე 4
6
მოსწავლე 5
7
მოსწავლე 6
7
მოსწავლე 7
7
მოსწავლე 8
8
მოსწავლე 9
8
მოსწავლე 10
8






პრეტესტის შედეგები





5.მშობელთა გამოკითხვით მინდოდა დამედგინა და დავადგინე შემდეგი:


თამაშობდნენ თუ არა შვილებთან ერთად
შემეცნებით თამაშებს.აღმოჩნდა,რომ
ხშირად თამაშობდნენ
4
იშვიათად
6
პრაქტიკულად ვერ ახერხებენ
0

რა ხერხს მიმართავენ თუ შვილი ვერ
ასრულებს საშინაო
დავალებას?დავადგინე,რომ
მასთან ერთად მსჯელობს
3
უსვამს კითხევებს
4
ეუბნება სწორ პასუხს
3

რა დავალებებს აკეთებენ შვილთან ერთად?
მხოლოდ დავალებებს სახელმძღვანელოდან
8
აწვდიან დამატებით მასალას
1
ორივეს
1

აძლევენ თუ არა საშუალებას შვილს ,რომ
გამოთქვას საკუთარი აზრი,გამოსცადოს
საკუთარი სტრატეგია.
დიახ
3
არა
7

ყოფილა თუ არა შემთხვევა,როდესაც ბავშვს
ჰქონია რაიმე პრობლემის გადაჭრის
საკუთარი მცდელობა?
დიახ
2

არა
8

თუ ბავშვს რაიმე რთული საკითხი აქვს
გადასაჭრელი
მასთან ერთად განიხილავენ მიზეზებს და ერთად პოულობენ საკითხის გადაჭრის
გზებს
9
საერთოდ არ ერევიან და აძლევენ საშუალებას ბავშვმა გაანალიზოს საკითხი და
თავად მოძებნოს გადაჭრის გზები.
1






4. 2 კვლევის მიგნებები.


მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:

·        მოსწავლეები გარდა სახელმძღვანელოში არსებული დავალებებისა ,ნაკლებად მუშაობენ დამატებით შემეცნებით დავალებებზე, რომლებიც მოითხოვენ მოსწავლისაგან ლოგიკურ აზროვნებას.
·        მოსწავლეები ნაკლებად არიან დაინტერესებულები დამოუკიდებლად პრობლემი გადაჭრი გზები ძიებაში.
·        მოსწავლეები ნაკლებად ფლობენ სააზროვნო დავალებების შესრულებისას-გააზრების სტრატეგიებს .
·        მშობლები ნაკლებად არიან ჩართული შვილის ,როგორც მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებაში.

4.3 შესაძლო ინტერვენციები


კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების დამუშავები საფუძველზე,შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის შემდეგი ვარიანტები.

1.დისკუსია თემაზე ,,რატომ უნდა ვიმუშაოთ თვითგანვითარებისთვის?“

2.განვიხილოთ ელექტრონული საიტების ჩამონათვალი, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს მიზნობრივად აირჩიონ დავალებები,სახალისო გამოცანები,ტესტები, ლოგიკური ამოცანები და ა.შ.

3.გაგება-გააზრების სტრატეგიებზე მუშაობა.

4.აქტივობების შემუშავება, რომელთა ფარგლებშიც მუშაობა მოსწავლეებთან შესრულდება როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფებში.
5.დისკუსია მშობლებთან თემაზე:

,,როგორ უნდა ჩაერთოს მშობელი შვილის ინტელექტის ამაღლების მიზნით“.

4.4 განხორციელებული ცვლილებები


შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი ცვლილებები: 1.მოსწავლეებთან მოვაწყვე დისკუსია თემაზე
,,რატომ უნდა ვიმუშაოთ საკუთარი თავის განვითარებისთვის?“

დისკუიამ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა გაითავისეს,რომ აუცილებელია სხვადახვა დავალებების შესრულება, გარდა სახელმძღვანელოში მოცემულისა.
2.განვიხილოთ ელექტრონული საიტების ჩამონათვალი,რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს მიზნობრივად აირჩიონ დავალებები,სახალისო გამოცანები, ტესტები,  ლოგიკური  ამოცანები და ა.შ.

3.დავიწყე ნაბიჯ-ნაბიჯ გაგება-გააზრების სტრატეგიებზე მუშაობა.

ამისათვის გამოვიყენე გაგება-გააზრების სწავლებისათვის საუკეთეო გზა ექსპლიცისტური სწავლება.გავიარეთ ექსპლიცისტური სწავლების ოთხივე საფეხური:

·        პირდაპირი ახსნა-განმარტება.
·        მასწავლებლის მიერ მოდელის/მაგალითების ჩვენება.
·        მართული  პრაქტიკა/ვარჯიში.
·        დამოუკიდებლად  გამოყენება.
სასწავლო პროცესში დავნერგე და მოსწავლეებთან ვიმუშავე შემდეგ სტრატეგიებზე:

·        წინარე ცოდნის გააქტიურება.
·        დავალების სტრუქტურის დადგენა.
·        მონიშვნები და ჩნაწერები.
·        დავალების ნაწილებად დაყოფა.
·        ხელმეორედ გადახედვა.
·        შეკითხვების დასმა და პაუხების ძიება.
·        წარმოახვაში გაცოცხლება/ვიზუალიზება.
·        შეჯამება.
·        სქემების,დიაგრამების,გრაფიკების გამოყენება.
·        თვითმონიტორინგი/გაგების მონიტორინგი.
4.მოვაწყეთ ჯგუფური მუშაობები, რომლებშიც ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, აგრეთვე ინდივიდუალურად ვმუშაობდი თითოეულ მოსწავლესთან .

თავი V
რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება 5.1რეკომენდაციები :
·        მოსწავლეებმა ნაბიჯ-ნაბიჯ ნასწავლი გაგება-გააზრების სტრატეგიები გამოიყენონ სისტემატიურად.
·        გაგება-გააზრების მეთოდებით, სქემებით, გრაფიკებით მოსწავლეებმა იხელმძღვანელონ ხშირად, რათა ჩამოუყალიბდეთ უნარი დამოუკიდებლად ეძიონ პრობლემის გადაჭრის გზები.
·        მშობლებმა ასევე ითანამშრომლონ პედაგოგთან.
·        მშობლებმა ასევე პედაგოგის პარალელურად იმუშავონ შვილებთან კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად.
·        მე რგორც პედაგოგმა გავაღრმავო მუშაობა როგორც მოსწავლეებთან ,ასევე მშობლებთან.
·        მე როგორც პედაგოგმა მოვახდინო მუშაობის მონიტორინგი.

5.2 ინტერვენციის შეფასება

შეფასების მიზანს წარმოადგენს, გამეგო:
·        რამდენად ეფექტური გამოდგა, ჩემს მიერ მოსწავლეებთან დანერგილი ლოგიკური აზროვნების სტრატეგიები, საკუთარი გზების ძიების მეთოდები.
·        იყენებენ თუ არა ამ სტრატეგიებს პრაქტიკაში.
·        ისწავლეს თუ არა ელექტრონული რესურსის სწორად გამოყენება.
·        დაეხმარა თუ არა მშობლებს დისკუსიები და პედაგოგთან თანამშრომლობა შვილებთან სწორად და ეფექტურად მუშაობაში.
ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის შესაფასებლად:

მოსწავლეებთან ჩავატარე პოსტესტი, რომლის შედეგების მიხედვით თამამად შემიძლია გავაკეთო დასკვნა,რომ განხორციებულმა სამუშაოებმა გამოიღო საუკეთესო შედეგი.

პოსტესტის შედეგები
მოსწავლე
ქულა
მოსწავლე 1
7
მოსწავლე 2
8
მოსწავლე 3
8
მოსწავლე 4
8
მოსწავლე 5
9
მოსწავლე 6
9
მოსწავლე 7
9
მოსწავლე 8
10
მოსწავლე 9
10
მოსწავლე 10
10





პოსტესტის შედეგები





თავი VI

ჩატარებული კვლევის განვითარების გზები

კვლევის ფარგლებში არ მომხდარა ფიქოლოგის ჩარევა. მომავალში შესაძლებელია საკითხის ფიქოლოგიური კუთხითაც შესწავლა და შემდეგ კითხვებზე პასუხი გაცემა: „გამოწვეულია თუ არა კრიტიკული ამოცანების ამოხსნისას მოსწავლეების პასიურობა თვითშეფასების დაბალი დონით?“

თავი VII დასკვნა

პრაქტიკული კვლევის საფუძველზე დადგინდა შემდეგი, რომ მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის კრიტიკული აზროვნების პრობლემების გამომწვევი მიზეზებია:

დროის სიმცირის გამო მასწავლებლები ყოველთვის ვერ ახერხებენ მოისმინონ ყველა მოსწავლის აზრი საკითხთან დაკავშირებით.
·        მოსწავლეებს უჭირთ წინასწარ ვარაუდის გამოთქმა რაიმე საკითხთან დაკავშირებით
·        თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში მოსწავლეები არ ირჩევენ დავალებებს ღია დაბოლოებებით.
·        მოსწავლეებს უჭირთ საკუთარი გზების ძიება პრობლემის გადასაჭრელად

აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. ჩატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.
პრაქტიკული კვლევის დასრულების შემდეგ დაწყებითების კათედრაზე მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია. აქვე მივიღე ჩემი კოლეგების უკუკავშირი.

დ ა ნ ა რ თ ე ბ ი
დანართი1

ანკეტა-დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებლებისათვის.

მოგესალმებით!

ვატარებ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას .საკვლევი თემაა-კრიტიკული აზროვნების განვითარების პრობლემები მათემატიკის გაკვეთილებზე მე-4 კლასში და მათი გადაჭრის გზები მოსწავლეებში IQ-ს ასამაღლებლად.თქვენი ,როგორც მასწავლებლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის.თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.

1.როგორ ფიქრობთ არის თუ არა მნიშვნელოვანი და აქტუალური მე-4 კლასში კრიტიკული აზროვნების განვითარების პრობლემის კვლევა?

ა)დიახ აქტუალურია            ბ)არაა მნიშვნელოვანი             გ)არ მიფიქრია

2.მე-4 კლასში რომელი ტიპის დავალებების გაგებაა უფრო პრობლემატური- სტანდარტული ტიპის თუ რომელიც არგუმენტირებულ აზროვნებას მოითხოვს?

ა)სტანდარტული              ბ)არგუმენტირებული                     გ)ორივე

3.რას მიიჩნევთ მე-4 კლასში კრიტიკული აზროვნების განვითარების პრობლემების მიზეზებად?
ა)    ----------------------------------------------------------------------

ბ)    ----------------------------------------------------------------------

გ)    ----------------------------------------------------------------------

დ) ---------------------------------------------------------------------


4. .რას მიიჩნევთ დაწყებით საფეხურზე კრიტიკული აზროვნების განვითარების პრობლემის გაუმჯობესების გზად?

ა)  --------------------------------------------------------------------------------

ბ)  --------------------------------------------------------------------------------

გ)  --------------------------------------------------------------------------------

დ)  -------------------------------------------------------------------------------

გმადლობთ.

დანართი 2

ანკეტა-მოსწავლის გამოკითხვის კითხვარი

1. გაგიკეთებიათ თუ არა IQ ტესტი? ა)დიახ                            ბ)არა
2. რომელი სახის ტესტს უფრო ხშირად აკეთებ ,რომელიც შეიცავს ლოგიკურ ამოცანებს თუ სახალისო ამოცენაბს ?

ა)ლოგიკურ ამოცანებს             ბ)სახალისო ამოცანებს              გ)ორივეს

3. რომელი დავალების შესრულება უფრო    გიადვილდებათ დახურულლი კითხვებით თუ ღია კითხვებით ?
ა)დახურული კითხვებით                             ბ)ღია კითხვებით

გმადლობთ.

დანართი 3

ანკეტა-მოსწავლის გამოკითხვის კითხვარი

1.რა ხერხებს იყენებთ თუ მოცემულ დავალებაში რაიმე არის თქვენთვის გაუგებარი ? ა)ვცდილობ ინფორმაციის დახარისხებას ბ)ვეკითხები სხვას
გ)გამოვთქვამ ვარაუდს                             დ)აღარ ვაკეთებ ამ დავალებას

2. შეგიძლიათ თუ არა მოცემული დავალების ირგვლივ კითხვების დასმა და საკუთარი გზების ძიება?

ა)შემიძლია               ბ)არ შემიძლია           გ)მიჭირს დამოუკიდებლად 3.გიყვართ თუ არა მოვლენების ან საგნების შედარება?
ა)მიყვარს მოვლენების შედარება                ბ)არ მიყვარს მოვლენების შედარება გ)მიყვარს საგნების შედარება        დ)არ მიყვარს საგნების შედარება
ე)მიყვარს როგორც მოვლენების ასევე საგნების შედარება ვ)საერთოდ არ მიყვარს შედარება.
4)კარგად გამოგდით თუ არა ნივთების დახარისხება? ა)კი            ბ)არა                    გ)ნაწილობრივ

5)მოზაიკის აწყობის დროს ცდილობთ თქვენით გაართვათ სამუშაოს თავი თუ საჭიროებთ სხვის დახმარებას?
ა)ვცდილობ ჩემით ავაწყო               ბ)ვსარგებლობ სხვისი დახმარებით

გმადლობთ.


დანართი 4

ანკეტა-მე-4 კლასის მშობლებისათვის

მოგესალმებით!
ვატარებ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას .საკვლევი თემაა-კრიტიკული აზროვნების განვითარების პრობლემები მათემატიკის გაკვეთილებზე მე-4 კლასში და მათი გადაჭრის გზები მოსწავლეებში IQ-ს ასამაღლებლად.თქვენი ,როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის.თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.

1. თამაშობთ თუ არა შვილთან ერთად შემეცნებით თამაშებს? ა)ვთამაშობ               ბ)იშვიათად                        გ)პრაქტიკულად ვერ ვახერხებ
2. რა ხერხს მიმართავთ თუ შვილი ვერ ასრულებს საშინაო დავალებას? ა)მასთან ერთად ვმსჯელობ ბ)ვუსვამ კითხვებს გ) ვეუბნები სწორ პასუხს
3.რა დავალებებს აკეთებთ შვილთან ერთად?

ა) მხოლოდ დავალებებს სახელმძღვანელოდან ბ)ვციდილობ დამატებითი მასალა მივაწოდო გ)ორივეს
4.აძლევთ თუ არა საშუალებას თქვენ შვილს ,რომ გამოთქვას საკუთარი აზრი,გამოსცადოს საკუთარი სტრატეგია.
ა)დიახ              ბ)არა
5.ყოფილა თუ არა შემთხვევა,როდესაც თქვენს შვილს ჰქონია რაიმე პრობლემის გადაჭრის საკუთარი მცდელობა?
ა)დიახ           ბ)არა
6.თუ თქვენს შვილს რაიმე რთული საკითხი აქვს გადასაჭრელი
ა)მასთან ერთად განიხილავთ მიზეზებს და ერთად პოულობთ საკითხის გადაჭრის გზებს
ბ)საერთოდ არ ერევით და თქვენ შვილს აძლევთ საშუალებას გაანალიზოს საკითხი და თავად მოძებნოს გადაჭრის გზები.

დანართი 5 პრეტესტი
წარმოგიდგენთ საინტერესო IQ ტესტს, რომელშიც 10 კითხვაა. ეს ტესტი მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას და ცოტა დაკვირვებას.
1.ამ ჩამონათვალიდან რომელია ზედმეტი?

1.ყნოსვა   2. ხედვა      3. ღიმილი 4. სმენა









Text Box: 3.რა არის 400-ის ნახევარი?

1.100   2.200 3.50


                                                                Text Box: 4.თუ მარცხენა ხელთათმანს ამოვატრიალებთ შიგნიდან გარეთ, ის მოერგება მარჯვენა ხელს.

1. არასწორია 2. სწორია

                                                                                                  





                                                                                  












                                                                                       


9.რამდენ თვეს აქვს მხოლოდ 28 და 30 დღე?

1.         1 და 3       2.      1 და 4    3.    1 და 5


Text Box: 10.შენ ჩაგკეტეს მიტოვებულ სახლში. გასასვლელად უნდა აირჩიო სამიდან ერთ- ერთი კარი. პირველ კარს მიყავხარ ოთახში, სადაც ჯოჯოხეთური ცეცხლია. მეორე კარში გასასვლელად მოგიწევს 300 შეიარაღებულ მკვლელთან შეხვედრა. მესამე კარს კი იცავს გიგანტური ლომი, რომელსაც 3 წელია არ უჭამია. რომელ კარში გასვლაა ყველაზე უსაფრთხო?


დანართი6 პოსტესტი
1.ჩარჩოში ჩახატეთ ფიგურა რომელიც შეესაბამება ამ კანონზომიერებას










2. თუ ღამის 12 საათზე მოდის წვიმა, შეგვიძლია თუ არა 72 საათის შემდეგ ველოდოთ მზიან ამინდს?

ა)   არა                 ბ) დიახ

3. ფანქარი დევს იატაკზე და სთხოვენ რამდენიმე ადამიანს რომ გადაახტნენ, ვერცერთმა შეძლო ამის გაკეთება, რატომ?
ა)ფანქარი დადეს კედელთან მჭიდროდ ბ)ვერ დაინახეს სად დევს ფანქარი.


4. რა შემთხვევაშია, როდესაც ვუყურებთ ციფრ 2-ს და ვამბობთ „ათს“? ა)  როდესაც ვუყურებთ საათს.                                                         ბ)არცერთ შემთხვევაში


5.გაქვთ 9 კგ. ბურღულეული, თეფშებიანი სასწორი და 50-იანი და 200 გრამიანი ასაწონი გირი.
კითხვა: როგორ უნდა აწონოთ 2 კგ. ბურღულეული, მხოლოდ სამი აწონვით.

ა)პირველად ბურღულეული უნდა გაყოთ ორ თანაბარ ნაწილად - 4, 5 -4, 5 კგ. შემდეგ, ერთი მათგანი, კიდევ შუაზე, ე. ი. თითო გამოვა 2, 25 კგ, რაც 2კგ და 250 გრ. იქნება.ორი გირის მეშვეობით (ჯამში 250 გრ. იწონის), ორი ნაწილიდან ერთ-ერთს უნდა დააკლოთ 250 გრამი და დარჩება 2 კგ.

ბ)ამის გაკეთება შეუძლებელია.


6.ხუთი მიწის მთხრელი, 5 სთ-ში თხრის 5 მ. სანგარს.

კითხვა: რამდენი მიწის მთხრელი იქნება საჭირო, რომ გათხარონ 100 მ. სანგარი, 100 სთ-ში.

ა)ისევ ის 5 მიწის მთხრელი. არც მეტი და არც ნაკლები. რადგან 5 მიწის მთხრელი, 1 სთ-ში თხრის 1 მ. სანგარს, ისინი 100 სთ-ში გათხრიან - 100 მ-ს
ბ)10 მიწის მთხრელი

7.იპოვეთ ფიგურის პერიმეტრი








1.  46      2. ვერ ვიპოვით           3.  36        4. 52

8.ბიზნესმენმა იყიდა ცხენი 10 დოლარად, გაყიდა 20-ად. შემდეგ იყიდა იგივე ცხენი 30 დოლარად და გაყიდა 40-ად. ამ 2 გარიგების შემდეგ რა მოგება დარჩა ბიზნესმენს?

1)10 დოლარი 2)20 დოლარი 3)30 დოლარი 4)არ დარჩა მოგება


9. შენ შედიხარ ბნელ ოთახში. იქ არის გაზქურა, ნავთის ლამფა და სანთელი. ჯიბეში გაქვს ასანთის 1 ყუთი. პირველ რიგში რას აანთებ?
1)გაზქურას 2)სანთელს 3) პასუხებში არ არის ჩამოტვლილი 4)ნავთის ლამფას

10.


    ა)15           ბ)12          გ) 6                                                                                   დ)8

ბიბლიოგრაფია


1. მასწავლებლის წიგნი.განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის.ავტორები ანა ჯანელიძე,ნინო ლაბარტყავა,ვიოლეტა კვირიკაშვილი,ქეთევან ქობალია.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი.2014.(გვ.27-32)


2. ლომიძე, ნინო. „კრიტიკული აზროვნების შესახებ.“ ინტერნეტგაზეთი. 2 ოქტომბერი, 2015წ. http://mastsavlebeli.ge/?p=1577
3. კრიტიკული აზროვნების განვითარება დაწყებითი განათლების საფეხურზე. ავტორი ანა ჯანელიძე.27 აგვისტო 2015.

4. ადამიანს ლოგიკური აზროვნების უნარი დაბადებიდანვე დაჰყვება. (ოჯახის მკურნალი.ნევროლოგია.ლალი ჩხიკვაძე.22.03.2018)

5. ეროვნული სასწავლო გეგმა.თავი XII. მათემატიკა - ზოგადი ნაწილი და სტანდარტები მუხლი 61. მათემატიკა - ზოგადი ნაწილი.

http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebiti- safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tsels

6. რა არის IQ, რა მნიშვნელობა აქვს მას და ვინაა ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე

(AMGეს საინტერესოაby ADMIN2 on 24/10/2017. ლაშა ჯინჭარაძე.ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”.)
%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1

%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-
%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1-
%E1%83%93

7. ექსპლიციტური და იმპლიციტური მეხსიერება

29 აგვისტო, 2016 ცვატა ბერძენიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=11352

Комментариев нет:

Отправить комментарий